ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოის სიტყვები






























ლ.ნ. ტოლსტოის პასუხი
რუსეთის სინოდის მართმადიდებულ ეკლესიას

მოსკოვი
4 აპრილი 1901 წ.     

ის, რომ მე განვუდექი ე.წ  მართმადიდებულურ ეკლესიას, სინამდვილეს შეესაბამება.
მაგრამ განვუდექი არა იმიტომ, რომ ავუჯანყდი ღმერთს, არამედ იმიტომ რომ მთელი ჩემი სულისკვეთებით მსურს ვემსახურო მას.
     ვიდრე უარვყოფთი ეკლესიას და მის გამამთლიანებელ ეროვნულ იდეალს, რამდენიმე წელი მივუძღვენი თეორიულ და პრაქტიკულ კვლევას. თეორიულად წავიკითხე ყველაფერი, რაც კი შემეძლო, ეკლესიის სწავლების შესახებ, შევისწავლე და გულდასმით გამოვიკვლიე ღვთისმსახურების დოგმატიკა, პრაქტიკულად კი მთელი წლის განმავლობაში მკაცრად მივზდიე 
თითოეულ საეკლესიო წესს და დავიცავი ყველა მარხვა, არ გამიცდენია არცერთი საეკლესიო მსახურება და მე დავრწმუნდი, მართმადიდებულური სწავლება თეორიულად წარმოადგენს გახრწნილ და მავნე ტყუილს, პრაქტიკულად კი ყველაზე უფრო უხეში ცრურწმენისა ჯადოქრობის ნაზავს, რაც მთლიანად ამახინჯებს ქრისტიანული მოძღვრების არსს.
     აგრეთვე ნათქვამია, რომ მე უარვყოფ ყველა საიდუმლოებას. ესეც სრული სიმართლეა. თითოეული მათგანი თავისი ჯადოქრობით მიმაჩნია რომ უკიდურესად ეწინააღმდეგება ღმერთისა და ქრისტიანული სწავლების გაგებას
     ბავშვების მონათვლა მთლიანად რყვნის ზოგადად ნათლობის დატვირთვას. რაც შეიძლება ქონოდა ზრდადასრული პიროვნების მიერ ქრისტიანობის გააზრებული მიღების შემთხვევაში.
     ჯვრის დაწერა უკვე ამ რიტუალამდე შეუღლებულ წყვილზე და შემდეგ ჯვრის ახსნის, გაყრის უფლების, მიცემა პირდაპირ და უტიფრად არღვევს სახარებისეულ კანონს (19:6).
     აღსარების საიდუმლოების დროს ცოდვების პერიოდული მიტევება, ვფიქრობ რომ მხოლოდ ხელს უწყობს უზნეობას და სპობს ადამიანში ცოდვების ჩადენის წინ სიფრთხილის გრძნობას.
     როგორც ზეთის, ასევე მირონცხების რიტუალში ვხედავ ჯადოქრობის პირდაპირ გამოვლინებას. იგივე შეიძლება ითქვას ხატების, ე.წ. სიწმინდეების თაყვანისცემაზე და ყველა წეს-ჩვეულებაზე, შელოცვებზე და წყევლა-კრულვაზე, რითაც სავსეა ლიტურგია.
     მღვდელკურთხევის საიდუმლო, გარდა იმისა რომ წარმოადგენს აშკარა სიცრუისთვის მზადებას, ასევე უხეშად არღვევს ქრისტეს სიტყვებს, რომ მის მიმდევრებს არავისთვის ეწოდათ მამა, მასწავლებელი, ან წინამძღოლი (მათე.23:8-12).
     როდესაც ქრისტემ იერუსალიმის ტაძრიდან გადამცვლელები, ცხვრები და ვაჭრები გამოყარა, 
მასზე ამბობდნენ, რომ მკრეხელობსო, მაგრამ ის, რომ ამჟამად მოსულიყო და ენახა თუ რა კეთდება ეკლესიაში მისი სახელით, უფრო დიდი და კანონიერი მრისხანებით მიაბნევ-მოაბნევდა ყველა ამ საზიზღრობას: კვერთხებს, ჯვრებს, თასებს, სანთლებს, ხატებს და ყველაფერ იმას, რისი მეშვეობითაც უმალავენ ხალხს ღმერთს და მის სწავლებას.

ციტირებულია წიგნიდან:
თხზულებათა სრული კრებული
ტომი 3. 
გვერდი. 245-253
ლევ ნიკოლაევიჩ ტოლსტოის სურათები

Комментариев нет:

Отправить комментарий